logo
ENG



IDFI: 2020 წელს კახა ბექაურმა და კომკომ-ის 3-მა წევრმა 128 208 ლარის პრემია აიღეს

29 მაი 202111:51
3 წუთის საკითხავი
 
IDFI: 2020 წელს კახა ბექაურმა და კომკომ-ის 3-მა წევრმა 128 208 ლარის პრემია აიღეს

IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა პრემიის სახით ჯამში 128 208 ლარი აიღეს. 

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტმა სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები შეისწავლა. 

კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პრემიის სახით 33 300 ლარი მიიღო. 

კომისიის წევრებმა: ვახტანგ აბაშიძემ, ელისო ასანიძემ და მერაბ ქათამაძემ - თითომ 31 636 ლარი.

კომუნიკაციების კომისიაში, 2020 წელს, ჯამში, პრემია-დანამატების სახით 777 095 ლარი გაიცა. 

IDFI-ის კვლევის თანახმად, 2020 წელს, 44 საჯარო დაწესებულებაში პრემიის და სახელფასო დანამატის სახით 21.5 მილიონი ლარი გაიცა.


close დახურვა